logo_geo
eng_logo
შსს-მ იმერეთში უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
- +

5 ივნისი. 2019. 10:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 

ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა სოფელ დიმში, მ.გ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 40 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner