logo_geo
eng_logo
„თუ ამერიკელებმა თავი არ გამოიდეს, სააკაშვილს უკრაინის ციხეში ვიხილავთ!“
- +

31 მაისი. 2016. 00:23


„უფლებდამაცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაშემწის თეიმურაზ ნიშნიანიძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.


მჟავანაძის თქმით, ნიშნიანიძეს უკრაინის გენპროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა, შემდეგი შეიძლება სააკაშვილი იყოს...

 

„სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინში დაიჭირონ ან ქვეყნიდან გამოაბუნძულონ!

 

 უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილის თანაშემწესა და "ოდესის კეთილდღეობის ფონდის" თავმჯდომარეს, საქართველოს ყოფილ კონსულს უკრაინაში თეიმურაზ ნიშნიანიძეს ბრალი წაუყენა! სააკაშვილის ერთ-ერთი ბუნაგიდან ამოღებულია 20 მილიონი გრინვა.

 

არ გამოვრიცხავ, რომ ის ფული, რომელსაც "ოდესის კეთილდღეობის ფონდიდან" სააკაშვილი იპარავდა, საქართველოშიც შემოდიოდა ნაცისტური სექტის სატელიტების დასაფინანსებლად. თუკი ამერიკელებმა თავი არ გამოიდეს, სააკაშვილს უკრაინის ციხეში ვიხილავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ქართველებს, უკრაინელებმა გვაჯობეს და ჩვენი გასაკეთებელი გააკეთეს!

 

აბა, თუ ხედავთ სადმე უკრაინაში ან ამერიკის ელჩის, ან ვინმეს განცხადებებს?! რაც სააკაშვილის გარშემო ხდება, ეს არი თავმოყვარე ერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ანგარიშს უწევენ!".- აღნიშნავს მჟავანაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner