თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
მიხეილ კალანდიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით გუშინ დააკავა.