logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: მოხარული ვარ, რომ კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია
- +

5 ივნისი. 2019. 16:09

 

 

„მოხარული ვარ, რომ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია“ - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ხორავას საქმესთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციებში, რომელსაც პარლამენტმა დაუჭირა მხარი, კონკრეტული მითითება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიმართ, რომ გამოკვეთილიყო კონკრეტული ადამიანის როლი, თუ ასეთი არსებობდა.

„იმ რეკომენდაციებში, რომელიც ჩვენი გაცემული იყო და საბოლოოდ პარლამენტმა დაუჭირა მხარი, იყო მითითება  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიმართ, რომ გამოკვეთილიყო კონკრეტული ადამიანის როლი, თუ ასეთი არსებობდა. მოხარული ვარ, რომ ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. ჩვენ არ უნდა ვთქვათ, ეს შედეგი  საბოლოოა თუ არა იმ კონტექსტში, რომ ადამიანს წინასწარ არ უნდა დავაბრალოთ, არის თუ არა ის დამნაშავე, ეს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს საქმეა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner