„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შსს ითვალისწინებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უმრავლესობის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
მისი თქმით, უმრავლესობის რეკომენდაციებში საუბარი იყო მიხეილ კალანდიას როლის კიდევ უფრო გამოკვეთაზე, მტკიცებულებების გამყარებასა და შესაბამის რეაგირებაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ითვალისწინებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უმრავლესობის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, სადაც საუბარი იყო მიხეილ კალანდიას როლის კიდევ უფრო გამოკვეთაზე, მტკიცებულებების გამყარებაზე და შესაბამის რეაგირებაზე. საბოლოო სიტყვა ეკუთვნის, რა თქმა უნდა, სასამართლოს. ჩვენი ამოცანა და ვალდებულებაა, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 ივნისს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავა, რასაც უკვე 17 თვეა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად, პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.