logo_geo
eng_logo
აჩი მეფარიძე: ერთხელ ვუთხარი, რა სასაცილო თანხებს რიცხავ, ამ ქვეყანაში არ ცხოვრობ-თქო?
- +

5 ივნისი. 2019. 16:39

 

 

„ჩვენ - მომღერლებს, კომპოზიტორებს, არანჟირების ავტორებს გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია და ასე თუ ისე ვიგებთ ერთმანეთისგან ამბებს, ინფორმაციას ვცვლით ხოლმე, თორემ ვინმეს ჯიბეში კი არ ვიხედები“, - განაცხადა მომღერალმა აჩი მეფარიძემ „ქართულ აზრთან“  ინტერვიუში საავტორო უფლებების ასოციაციაზე საუბრისას.

 

„სულ იყო უკმაყოფილება, ბევრისგან მესმოდა, რომ კაპიკებს უხდიდნენ. თუ ცოტა ისეთი ადამიანი ხარ, შეგიძლია „მიაწვე“, ეკამათო, მაშინ კარგად მთავრდებოდა ხოლმე ეგ საქმე და ჰონორარი ორმაგდებოდა. ერთხელ მეც მომიწია კამათი კობალაძესთან, ვუთხარი, რა სასაცილო თანხებს რიცხავ, ამ ქვეყანაში არ ცხოვრობ-თქო? და უმნიშვნელოდ გამოასწორა. სად ვეჭიდაო მე მაგას?“ - განაცხადა  აჩი მეფარიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner