logo_geo
eng_logo
გია ვოლსკი: სამოხელეო დანაშაულზე ლაპარაკობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც...
- +

5 ივნისი. 2019. 16:54

 

 

„სამოხელეო დანაშაულზე ლაპარაკობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დონეზე თავად იყო ჩართული სამოხელეო დანაშაულში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სამოხელეო დანაშაულს ეხება.

„ამასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა იყო და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ერთი უზნეობა ის არის, რომ სამოხელეო დანაშაულზე ლაპარაკობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დონეზე თავად იყო ჩართული სამოხელეო დანაშაულში. ყველა იმ დონეზე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლომ შესაბამისი შეფასება მისცა გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით. ახლა ეს დანაშაული რომ გადაფარონ, აქედან გამომდინარეობს ყველა ეს უკმეხი და ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, რომლებსაც ისინი აკეთებენ. ეს იმდენად ნათელია, რომ ამას საზოგადოებისთვის დამატებითი კომენტარი არ სჭირდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკმა.

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა მიმართა, მოითხოვოს დროებითი საგამოძიებო კომისიის იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც სამოხელეო დანაშაულს ეხება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner