logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლომ დათა ახალაიას, გერონტი ალანიას და იოსებ თოფურიძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
- +

31 მაისი. 2016. 01:00


თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, რომლითაც დავით ახალაია, გერონტი ალანია და იოსებ თოფურიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სსკ-ის 333- მუხლის III ნაწილით და განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვის ვადით, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2005 წლის 5 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, მის მოადგილესთან იოსებ თოფურიძესთან, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსთან - გერონტი ალანიასთან, ოლეგ მელნიკოვთან და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს .მოდულის" შენობაში, დავით ახალაიას სამუშაო ოთახში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შს სამინისტროს მოქმედ პოლიციის თანამშრომლებს, იმ მოტივით, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა  2005 წლის 2 იანვარს რესტორან ,,ძველ სახლში" შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის  მეუღლეს თაკო სალაყაიას უხეშად  მიმართეს.

 

დავით ახალაიას, იოსებ თოფურიძესა და გერონტი ალანიას მიმართ განაჩენი დაუსწრებლად დადგა, ვინაიდან ისინი თავს არიდებენ მართლმსაჯულებას და მათზე გამოცხადებულია ძებნა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner