logo_geo
eng_logo
წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

5 ივნისი. 2019. 18:22

 

 

4 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 930  ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი  ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner