„ვთვლი, რომ საქართველოში საავტორო უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია. მე არ მიცხოვრია არცერთ სხვა ქვეყანაში და არ მითანამშრომლია მსგავსი ტიპის ორგანიზაციასთან, ამიტომ რა გამოცდილებაც მაქვს იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ“, - განაცხადა მუსიკოსმა ბაკურ ბურდულმა „ქართულ აზრთან“ საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში.
„დაახლოებით 5-6 წელი ვთანამშრომლობდი საავტორო უფლებების ასოციაციასთან - „GCA“-სთან, რომელსაც ხელმძღვანელობს გიგა კობალაძე. მასთან არანაირი პრობლემა არ მქონია. დღეს კი ვარ ასოციაცია „GERA“-ს წევრი. ვიმეორებ, „GCA“-სთან პრობლემა არ მქონია, უბრალოდ ვთვლი, რომ ჩემი გადასაწყვეტია, ვის მივანდობ ჩემი საავტორო უფლებების დაცვას“, - განაცხადა ბაკურ ბურდულმა.