logo_geo
eng_logo
ვისია სახლი უკრაინაში - მიშასი თუ დედიმისის?
- +

6 ივნისი. 2019. 12:39

 

უკრაინაში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი კიევთან ახლოს, დედამისის, გიული ალასანიას მიერ აშენებულ სახლში დასახლდა.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიული ალასანია კიევთან სახლს აშენებდა, წელიწადნახევრის წინ გავრცელდა. იმ პერიოდში სააკაშვილი უკრაინიდან უკვე გაძევებული იყო.

 

მაშინ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა კომენტარი და ვიდეო, სადაც აცხადებდა, რომ მშენებარე სახლი დედამისს გიული ალასანიას ეკუთვნოდა და მისი არ იყო.

 

„2016 წელს, როდესაც ოდესიდან კიევში გადავედი საცხოვრებლად, დედაჩემი მიხვდა, რომ აქ ვაპირებდი დარჩენას, გაყიდა მშობლების სახლი თბილისის ცენტრში და კიევთან ახლოს იყიდა მიწა, სადაც დაახლოებით 1 წლის წინ სახლის მშენებლობა დაიწყო. მიწა, რომელზეც სახლი შენდება, 600 კვადრატული მეტრია, სახლის საცხოვრებელი ფართი 64 კვადრატული მეტრი. სახლის კარკასი აშენებულია, თუმცა შიდა რემონტი არ დაწყებულა და სამუშაოები აგვისტოს შემდეგ შეჩერებულია“, - წერდა სააკაშვილი.

 

გიული ალასანია კი ვიდეოში ამბობდა, რომ კიევში მას და მის ოჯახს ხშირად უწევთ ჩასვლა და სასტუმროებში დარჩენას საკუთარი სახლის აშენება ურჩევნიათ.

 

გიული ალასანია იმედს გამოთქვამდა, რომ ამ სახლში მალე მისი შვილიც გადავიდოდა საცხოვრებლად. ალასანიას თქმით, მას საკმაოდ კარგი ხელფასი - ყოველთვიურად 6400 დოლარი აქვს მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტში.

 

თუმცა, საზოგადოებამ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტში სააკაშვილის სხვა განცხადება მოისმინა, რომლის მიხედვითაც, სახლი მას ეკუთვნის და ეს არის ერთადერთი უძრავი ქონება, რომელიც ჯერ არ დაუყადაღებიათ.

 

მიხეილ სააკაშვილი სიუჟეტში აცხადებდა, რომ მოკრძალებულად ცხოვრობს და მის მაცივარში ყველი, „კალბასი“ და „ნაბეღლავია“. ექს-პრეზიდენტის განცხადებით, საჭმელს ხშირად მეზობლებიც აძლევენ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner