ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მომდევნო რამდენიმე თვის შესახებ პროგნოზს აკეთებს და საზოგადოებას აფრთხილებს.
„წინ დაძაბული დღეები გველის! მოემზადეთ ძალიან მძიმე ეტაპისთვის საქართველოს ცხოვრებაში! შემოვდია ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადი, რომელიც სამოც წელიწადში ერთხელ დგება.
უსაზიზღრესი მაიმუნია და ყველა სახის მოულოდნელობების მომტანი. ამას დაემთხვა ისიც, რომ მაისის მეორე ნახევრიდან შევედით ძალიან ცუდ, კოსმოსური ქარიშხლის ზონაში. დედამიწა უარყოფით ენერგოველშია. ეს, მინიმუმ, ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
დროდადრო სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. გასათვალსიწინებელია ისიც, რომ შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა, მეცხრე მოციქული სატანისა - ლილიტი მორიელის, ანუ მის საყვარელ ზოდიაქოში შევიდა, სადაც 9 თვე იქნება. ამ ცხრა თვის განმავლობაში გაორმაგდება ჭორების, ინტრიგების, ფარული მტრობის, ბოღმის, შურის, აგრესიის გამოვლენა ადამიანებში. არნახულად გაძლიერდება შავი მაგია.
ნახავთ მარნეულში რა ამბები დატრიალდება, შავი მაგიით შეეცდებიან მოწინააღმდეგეების მოშორებას. კიდევ გამოქვეყნდება ინტიმური ხასიათის ფარული კადრები, გამომჟღავნდება ფარული მტრები. 9 თვის განმავლობაში ერდადერთი მშვიდი პერიოდი შუა ივნისიდან შუა ივლისამდე გვაქვს", - აცხადებს ცაგარელი.