logo_geo
eng_logo
თემო რცხილაძე: რეალურად, ჩემს უფლებებს კი არ იცავდნენ, მქურდავდნენ!
- +

6 ივნისი. 2019. 13:31

 

„ოთხმოცდაათიანების ბოლოს ჩემი სიმღერები იყო პოპულარობის ზენიტში, ყველგან ისმოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის კულტურა უკვე კარგა ხნის მივიწყებული იყო. ბნელი 90-იანების მერე, მე სახელმწიფომ, როგორც ავტორს, ერთი თეთრიც არ გადამიხადა“, - განაცხადა   მომღერალმა  თემო რცხილაძემ „ქართულ აზრთან“ საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში.

 

საავტორო უფლებების მუშაობა კომუნისტების შემდეგ აღარ მახსოვს, რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ, მაშინ იყო ავტორთა უფლებები დაცული და ანაზღაურებაც შესაბამისი გვქონდა. ბოლო ოთხი-ხუთი წელია რაც ცოტა ამოქმედდნენ, ისიც სათავისოდ...  რეალურად ჩემს უფლებებს კი არ იცავდნენ, მქურდავდნენ. დიახ, მქურდავდნენ! მე მაღაზიაში ერთი პური რომ მოვიპარო, ხომ დამიჭერენ? ვიღაცა ჯიბიდან წელიწადში ათასებს რომ მაცლიდა, რატომ არ იჭერენ? ასე გრძელდება უკვე მრავალი წელია და სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიღალე“, - განაცხადა თემო რცხილაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner