ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში პირველ წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს. ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სხალთელმა მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ჩაატარა.
წმინდა ნინოს სახელობის ახალაშენებული ტაძარი კვირას, 9 ივნისს იკურთხება.
მეუფე შიოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბოდბეში დღეს მიემგზავრება.