logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი: „ოქროს სიის“ გაუქმება და ყველა ეკონომიკური სუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება სწორი გადაწყვეტილებაა
- +

6 ივნისი. 2019. 13:43

 

„ეკონომიკისთვის მთავრობის ხელშეწყობა, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი ბაზრისა და თანაბარი თამაშის წესების ჩამოყალიბებაში გამოიხატება“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

მისი თქმით, ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღის, დივერსიფიცირებულობისა და სტაბილურობის გარანტი მცირე და საშუალო ბიზნესია:

 

„თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს ოქროს ფონდია, მაშინ გაუგებარი იყო, თუ რატომ არსებობდა ე.წ. ოქროს სია, სადაც ეს საწარმოები საერთოდ არ იყვნენ გათვალისწინებულნი. შესაბამისად, ამ სიის გაუქმება და ყველა ეკონომიკური სუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად შეიძლება მივიჩნიოთ. ექსკლუზივების ეკონომიკა ვერ ააშენებს ქვეყანას, ამას მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია შეძლებს“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner