logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე ანაკლიის პორტზე: დიდი ხანია ცხადია, რომ მათ უჭირთ საკუთარი ვალდებულებების შესრულება
- +

6 ივნისი. 2019. 14:49

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ანგურიძის თქმით, ამ პროცესებში ირაკლი რუხაძის გამოჩენაც საინტერესოა და მისი აზრით, მალე უფრო მეტი დეტალი გასაჯაროვდება:

 

„ფოთის პორტის ღრმაწყლოვან პორტად ქცევის ნებართვის საკითხი თავიდანვე კითხვის ნიშნებს ჰბადებდა, თუ ვის აწყობდა, ერთი მხრივ, ამ ნებართვის გაცემა და მეორე მხრივ, „ანაკლიის კონსორციუმის“ წარმომადგენლებისთვის პოლიტიკური ქულების მიცემა, რადგან დიდი ხანია ცხადია, რომ მათ უჭირთ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და მსგავსი გადაწყვეტილებები „აპრავებს“ მათ მდგომარეობას. საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა „პრაიმტაიმმა“ და იმედია, განაწყენებული ექს-მინისტრიც გააკეთებს კვლავინდებურად თამამ კომენტარებს, როგორც აქამდე სჩვეოდა...

P.S. ამ პროცესში ირაკლი რუხაძის გამოჩენაც საინტერესოა და იმედია, მალე უფრო მეტი საინტერესო დეტალი გახდება საჯარო“, - წერს ოთარ ანგურიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner