„შეხვდებოდა აგრესიულად, აბა, არა. არ ასხამდა ეს მის წისქვილზე წყალს. ალტერნატიული გამოჩნდა და თვითონ ხომ ყველაზე კარგად იცოდა თავისი გაფუჭებული საქმის ამბავი? თან ახალი კომპანია „GERA“, რომელშიც ახლა ვარ გაწევრიანებული, გაცილებით გამჭვირვალეა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და თითოეული თეთრი საიდან მერიცხება და როგორ, ჩემთვის ნათელია“, - განაცხადა მომღერალმა თემო რცხილაძემ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში.
„რა თქმა უნდა, მირჩევნია, ვითანამშრომლო ისეთ კომპანიასთან, ვისაც მეტი ინტერესი აქვს ჩემი უფლებების დაცვის. ჯერ სულ რაღაც ერთი თვეა, რაც დაარსდა და რუსეთში არსებული ჩვენი თანხები მოიზიდა უკვე და ჩაგვერიცხა. კობალაძე რომ აცხადებს, რუსული კომპანიააო და ხალხი შეცდომაში შეჰყავს, თუ მაგარი ბიჭი იყო, ჩვენს მტერს რატომ ჩაუგდო ჩვენი ფული და არ წამოიღო? რატომ შეარჩინა? რუსი ტურისტები რომ ჩამოდიან და ხარჯავენ საქართველოში, მათაც აუკრძალონ შემოსვლა, რატომ არ უკრძალავენ? ევროპელობაზე გვაქვს პრეტენზია და ნეტავ ხარისხიანი აზიელები მაინც ვიყოთ. სიცრუეა, რომ „GERA“ არის რუსული კომპანია, მაგრამ რომც იყოს, მე სულ ფეხებზე მკიდია, ჩემი მისაღები უნდა მივიღო, რაც მეკუთვნის. თუ რუსი მოუსმენს, მითუმეტეს, უნდა გადაიხადოს და მტერს არ უნდა შევარჩინოთ არცერთი თეთრი“, - განაცხადა თემო რცხილაძემ.