logo_geo
eng_logo
„ბუტა რობაქიძის საქმის გამომძიებელი ჰყვება, როგორ აძლევდა გურამ დონაძე მითითებებს ზურაბ მიქაძეს, თუ ვისთვის რა იარაღი ჩაედო...“
- +

31 მაისი. 2016. 02:54


ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან ბუტა რობაქიძის საქმის განხილვის დეტალებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.


გთავაზობთ მიქიაშვილის მიერ გავრცელებული ეპიზოდს პროცესიდან.



„სასწაული ხდება ბუტა რობაქიძის პროცესზე.

საქმის გამომძიებელი ჰყვება, როგორ აძლევდა გურამ დონაძე მითითებებს ზურაბ მიქაძეს, თუ ვისთვის რა იარაღი ჩაედო. მოწმე ჰყვება, ბუტას ერთ-ერთ მეგობარს როგორ ჩაუდეს შარვლის ჯიბეში ლიმონკა, რომელიც ფეხთან ჩამოუვარდა. ახლა დარბაზში არც ერთი ჟურნალისტი არ არის...

 

... დონაძე ეკითხება მოწმეს, გინდა თუ არა მითხარი, მე რომ დანაშაულს ჩავდიოდი, შენ გამომძიებელი იყავი და მე რატომ არ დამაკავეო."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner