logo_geo
eng_logo
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფერეიდნელი ქართველები მიიღო
- +

6 ივნისი. 2019. 15:24

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ფერეიდნელი ქართველები მიიღეს.

 

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

„მისმა უწმინდესობამ დალოცა ფერეიდნელი ქართველები და იმედი გამოთქვა, რომ ფერეიდანში მცხოვრებნი უფრო მეტად გაძლიერდებიან რწმენაში და განამტკიცებენ ფესვებთან კავშირს.

 

ფერეიდნელმა ქართველებმა მის უწმინდესობას მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადეს და ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს.

 

აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა XVII-XVIII საუკუნეებში ფერეიდანში ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწყვეტილთა ხსენების დღეს შედგა“,- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner