logo_geo
eng_logo
„დამირეკა კოდუამ, მითხრა, რომ მანქანებს „იმედთან“ ხალხი მიაწყდა და...“ – შალვა ჯანაშვილი „იმედში“ შეჭრის საქმეზე
- +

6 ივნისი. 2019. 15:47

 

7 ნოემბრის აქციის დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე შალვა ჯანაშვილი ბრალდების მხარის მოწმის სახით იკითხება. მისი თქმით, აქციის დასაშლელად წინა დღესვე დაიგეგმა ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება.

 

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, მისი თქმით, რიყის გაწმენდის შემდეგ, მინისტრმა მერაბიშვილმა ისევ დაურეკა და შეატყობინა, რომ ირაკლი კოდუა დაუკავშირდებოდა და დავალებას მისცემდა.

 

„დამირეკა კოდუამ, მითხრა, რომ მანქანებს „იმედთან“ ხალხი მიაწყდა და დახმარება სჭირდებოდა. მე 100-კაციანი ჯგუფი გავუშვი. იქ მაშინდელი სოდ-ის თანამშრომლები იყვნენ, ასევე იყვნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდანაც“, - განაცხადა ჯანაშვილმა.

 

7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner