logo_geo
eng_logo
შსს ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს
- +

6 ივნისი. 2019. 18:31

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალაქში მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლი შეაჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საუბარია ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

„მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების დროს, რამდენიმე ადგილობრივმა მძღოლის მხარდაჭერის მიზნით წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მათ სამართალდამცველებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (სსკ-ის 173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით პოლიციამ ახალქალაქში ორი მოქალაქე დააკავა. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner