logo_geo
eng_logo
თამარ ხიდაშელი პროკურატურასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს
- +

26 თებერვალი. 2016. 15:09



საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ხიდაშელ პროკურატურასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.



მთავარი შენიშვნა, რაც იყო - სპეცუბნის შექმნა, მის მიზანშეწონილობაზე იმსჯელა ორი ინსტანციის სასამართლომ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ორივე ინსტანციამ თქვა, რომ სპეცუბნის შექმნა კანონის სრული დაცვით მოხდა. შემდეგ სპეციალური უბნის შედეგები თავიდან გადათვალა საოლქო-საარჩევნო კომისიამ. ესეც გასაჩივრდა ორი ინსტანციის სასამართლოში. აქაც სასამართლოს არანაირი დარღვევა არ აღმოუჩენია. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, დამატებით შესასწავლი არაფერი არ არის, მაგრამ რადგან პროკურატურამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მათი აზრით, აუცილებელია, რაღაც შეკითხვებს კიდევ პასუხი გაეცეს, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner