logo_geo
eng_logo
ია ანთაძე: ივანიშვილის წერილი საკმაოდ დროულიც იყო
- +

31 მაისი. 2016. 03:05


ია ანთაძის თქმით, ადამიანებს სჭირდებათ უფრო ფართო ხედვით გააზრება იმის, რა ხდებოდა წინა წლებში.


"ჩემი აზრით, წერილი არის მნიშვნელოვანი. ერთგვარად საპროგრამო ხასიათის და მგონი საკმაოდ დროულიც. ადამიანებს სჭირდებათ უფრო ფართო ხედვით გააზრება იმის, რა ხდებოდა წინა წლებში, ახლა სად ვართ და საით მივდივართ. ამ მხრივ, მართლაც მნიშვნელოვანი წერილია, რადგან პოლიტიკურად დაბალანსებულია, საკმაოდ ფრთხილი და ადამიანებისთვის იმედის ჩამსახველია. ის, რაც მე დამაკლდა წერილში, არის არსებული პრობლემების შესახებ ხედვა ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ იმედია, რომ წერილის გაგრძელებაში, ანუ მედიასთან ურთიერთობაში გამოიკვეთება ის ასპექტები, რაც ვთქვათ ამ წერილს აკლია", - განაცხადა ანთაძემ.


მედიაექსპერტის თქმით, წერილის ნაწილი "როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ" ყველაზე მეტად მოეწონა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner