logo_geo
eng_logo
შსს-მ ლილოში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო
- +

7 ივნისი. 2019. 01:04

 

ლილოში მდებარე ე.წ. „ჩინური ქალაქის“ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

შსს-ს ინფორმაციით 6 ივნისს, ლილოში მდებარე ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესახებ 112-ში შეტყობინება საღამოს ​22:35 საათზე შევიდა. ადგილზე დაუყოვნებლივ 70-მდე მეხანძრე-მაშველი, 14 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ჯგუფი გავიდა.

 

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner