logo_geo
eng_logo
პოლიციამ ბორჯომიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონები იპოვა
- +

7 ივნისი. 2019. 02:05

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად 6 ივნისს, ბორჯომიდან გაუჩინარებულ არასრულწლოვნები იპოვეს. ისინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში იმყოფებოდნენ. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი გვიან ღამით მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.

 

არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-მუხლით მიმდინარეობს - ნათ ქვამია შსს-ს მიერ  გავრცელებულ განცახდებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner