logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: წერილმა პასუხი გასცა ყველა შეკითხვას...
- +

31 მაისი. 2016. 03:06


ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან კაკულია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს აფასებს და აცხადებს, რომ ეს არის წერილი, რომელმაც, პასუხი გასცა ყველა იმ ძირითად შეკითხვას, რაზედაც ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის დებატები მიმდინარეობს.


როგორც რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, წერილში დაფიქსირებულია ის ღირებულებები, რაზედაც „ქართული ოცნება" სამომავლო კამპანიას ააგებს.


„ქართული ოცნების" ახალი სახე ღია წერილის შეფასებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე.


"ამ თემაზე ძალიან მკაფიო გზავნილია გაკეთებული. ნათქვამია მიზანიც, ტაქტიკაც, მოტივიც. ყველაფერი განმარტებულია. განსაკუთრებულად მათთვის, ვისაც საკუთარი პოლიტიკური აზროვნების მწერვალი ჰქონია იმის აღმოჩენა, რომ შესაძლოა თურმე ევროკავშირისა და ნატო- კარი არ გაიღოს",- აღნიშნა რომან კაკულიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner