logo_geo
eng_logo
შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეიზღუდება
- +

31 მაისი. 2016. 10:29



შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, 2016 წლის 31 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე", ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.



გზის გადაკეტვის დროს ავტომანქანები იმოძრავებენ ალტერნატიული მარშრუტით - კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ ჯავახეთის ქუჩით, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით.



2 ივნისს, ღონისძიების დღეს, დილის 09:00 საათიდან ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე". 10:00 საათიდან კი - ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისიდან, კახეთის გზატკეცილზე ე.წ. ჯავახეთის ხიდებამდე.



ავტომანქანები აღნიშნულ მონაკვეთზე თბილისის ცენტრიდან აეროპორტისკენ იმოძრავებენ ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირების გავლით, ჯავახეთის ქუჩით, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით.



ავტომანქანების მოძრაობა 2 ივნისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner