logo_geo
eng_logo
გარდაბანში ცოლ-ქმარი მოკლეს და მათ შვილს დაემუქრნენ
- +

7 ივნისი. 2019. 19:19

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში წუხელ ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც გარდაბნის მცხოვრებლები ამბობენ, ცოლ-ქმარს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს სახეები ისე ჰქონდათ დაზიანებული, ახლობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ.

 

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს,  მკვლელობის ფაქტზე საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში), საქმეში არ ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს გარდაბანში პატარა ბიზნესი ჰქონდათ, თუმცა თავდამსხმელებს სახლში ხელი არაფრისთვის უხლიათ. ახლობლები ერთ-ერთ ვერსიად შურისძიებას განიხილავენ.

 

 

გარდაცვლილების ვაჟი რუსეთში ცხოვრობს. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მკვლელობის ადგილზე კედლებზე წარწერები დატოვეს, სადაც მოკლულების ვაჟს უხმობენ: „დროზე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner