7 ივნისს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, გურიფულის საჯარო სკოლის ეზოში, კონცერტი „ყვავილების მეჯლისი“ გაიმართა და ყვავილების თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები ქართული ხალხური ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა, მახარე ჩოკორაია და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრის რუსია ესწრებოდნენ.