logo_geo
eng_logo
შსს-მ ლანჩხუთში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

7 ივნისი. 2019. 21:39

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ბ. დააკავეს.

 

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ივნისს, ლანჩხუთში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი ლ.ფ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს, მოგვიანებით კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში, ნათესავის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-მუხლით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner