ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა ეს წერილი ყველა მასწავლებელს გაუგზავნა, რომელიც მან სამსახურში აიყვანა:
„ძვირფასო მასწავლებელო! მე ვცხოვრობდი საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ჩემმა თვალებმა ნახა ის, რაც ალბათ არცერთ ადამიანს არ უნახავს:
-როგორ აშენებდნენ გამოცდილი ინჟინრები გაზის კამერებს;
-როგორ წამლავდნენ კვალიფიციური ექიმები ბავშვებს;
-როგორ კლავდნენ გამოცდილი მედდები ჩვილებს;
-როგორ ხოცავდნენ და წვავდნენ უმაღღესის კურსდამთავრებულებულები ქალებსა და ბავშვებს...
აქედან გამომდინარე, მე არ ვენდობი განათლებას... მე გთხოვთ თქვენ: დაეხმარეთ მოსწავლეებს, გახდნენ ადამიანები. თქვენმა ძალისხმევამ არასოდეს უნდა გახადოს მეცნიერები მონსტრები, გაწვრთნილი ფსიქოპათები და განათლებული ეიხმანები.
კითხვა, წერა, არითმეტიკა მნიშვნელოვანია მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ეხმარება ჩვენს ბავშვებს, გახდნენ უფრო ადამიანურები", - წერდა დირექტორი წერილში.