logo_geo
eng_logo
ატმის მოსავლის დროულად აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გურჯაანში სპეციალური ჯგუფი იმუშავებს
- +

8 ივნისი. 2019. 13:12

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ატმის მწარმოებელ ფერმერებს, ექსპორტიორებსა და გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

 

როგორც მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, წელს ფერმერებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ. სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს ატმის მოსავალზე ინფორმაციის მოპოვებას, სისტემატიზაციას, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების  დაკავშირების ხელშეწყობას.

 

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა. აღნიშნულ პროცესში ჩართული იქნებიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner