კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი" „მწვანე ბუდაპეშტის" დასრულების შემდეგ, უფრო მასშტაბური, 115 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროექტ „მწვანე ალმასის" მშენებლობას იწყებს.
28 მაისს საერთაშორისო სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის" პროექტი „მწვანე ალმასის" პრეზენტაცია გაიმართა. ახალი სამშენებლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 115 მილიონ დოლარამდე შეადგენს. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტის" მშენებლობის წარმატებით დასრულება.
ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კომპანიის მენეჯმენტი, პროექტ „მწვანე ალმასის" სახეები - აჩი და შოთა არველაძეები, „მწვანე ბუდაპეშტის" მობინადრეები და ახალი პროექტით დაინტერესებული სტუმრები.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციებით, ხელს ვუწყობთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო ახალი პროექტი „მწვანე ალმასის" სახით დედაქალაქს სრულიად განსხვავებული ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს შევმატებთ", - განაცხადა „მაქრო ქონსთრაქშენის" გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში - ოღუზ ქაან ქარაერმა.
პრეზენტაცია ახლად დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსის „მწვანე ბუდაპეშტის" ეზოში გაიმართა. მასზე ცნობილი გახდა, რომ მაისში დაიწყო ახალი პროექტი „მწვანე ალმასის" მშენებლობა თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში - დიღომში, ოლიმპიური ობიექტების მახლობლად. საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 143 კვ.მ. შიდა გამწვანებული ეზო იქნება. კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1772 ბინით. „მწვანე ალმასში" მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველაფერი, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო: საცურაო აუზები, საბავშვო და ღია სპორტული მოედნები, კალათბურთის სათამაშო სივრცეები, სარბენი ბილიკები, სპორტული დარბაზი, სავაჭრო ობიექტები, სოციალური აქტივობებისთვის განკუთვნილი ვერანდები, საბავშვო ბაღი და სკოლა.
2013 წლიდან დღემდე „მაქრო ქონსთრაქშენმა" საქართველოს ბაზარზე 70 მილიონ დოლარამდე ინვესტირება მოახდინა, დამატებით კი 150 მილიონ დოლარამდე ინვესტირებას გეგმავს.
კონტაქტი:
რუსა შამუგია - „მაქრო ქონსთრაქშენის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
(+995) 568 803 803 / r.shamugia@maqro.ge
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
შპს „მაქრო ქონსთრაქშენი" საქართველოს ბაზარზე ინვესტირებას 2013 წლიდან ახორციელებს. კომპანია საერთაშორისოა და ძირითადად სამშენებლო სფეროში ოპერირებს. შპს „მაქრო ქონსთრაქშენმა" საქართველოს ბაზარზე 70 მილიონ დოლარამდე ინვესტირება მოახდინა, დამატებით კი 150 მილიონ დოლარამდე ინვესტირებას გეგმავს.
„მაქრო ქონსთრაქშენმა" საქართველოში უკვე წარმატებით დაასრულა შემდეგი საინვესტიციო პროექტები: საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი", ფრანგული ACCOR ჯგუფში შემავალი ბრენდის - ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „მერკური თბილისი Old Town'', ავეჯის მაღაზიათა ქსელი „ბელლისსა" და 5-ვარსკვლავიანი რესტორანი „დაინჰოლი" რუსთაველის გამზირზე, რომლის საზეიმო გახსნა ივნისში შედგება.
კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს ზემოხსენებულ ფრანგულ ACCOR ჯგუფში შემავალი ბრენდის, სასტუმრო „IBIS styles"-ის მშენებლობას. ამასთან შპს „მაქრო ქონსთრაქშენი" ფლობს 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს აეროპორტის გზატკეცილზე, სადაც უზარმაზარი საოჯახო და დეკორატიული ნივთების სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.