logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
- +

8 ივნისი. 2019. 19:51

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 ივნისს თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე 1994 წელს დაბადებულ მ.ჩ.-ს ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა. ძველი თბილისის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა  ი.ქ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

 

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner