ქობულეთის დელეგაცია ლიეტუვაში იმყოფებოდა. დამეგობრებული ქვეყნის ქალაქ პალანგაში გამართული ფესტივალის „მე მიყვარს პალანგას“ ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს.
ორ ქალაქ შორის მეგობრობა 2011 წელს დაიწყო, როდესაც ქალაქებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას მოეწერა ხელი.
მემორანდუმის თანახმად პალანგასა და ქობულეთს შორის ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება დაიგეგმა.
დელეგაციის წევრებმა კულტურული ღონისძიების ფარგლებში პალანგის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, გაეცნენ მუზეუმების მუშაოებიბის სპეციფიკას.
„მე მიყვარს პალანგა“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ფესტივალზე მისულ სტუმრებს შეუძლია დააგემოვნოს ტრადიციული კერძები და დაესწრონ ადგილობრივების მიერ გამართულ ღონისძიებას.
პალანგას დელეგაცია საპასუხო ვიზიტით ქობულეთს ივლისში ეწვევა.