logo_geo
eng_logo
256 წლის ჩინელის დღეგრძელობის საიდუმლო ამოხსნილია
- +

31 მაისი. 2016. 11:08



ჩინელი ცინ იუნი 240-ჯერ იყო დაქორწინებული და 180 შვილი ჰყავდა. ის სამკურნალო მცენარეების შესწავლით იყო გატაცებული და სუნთქვით ვარჯიშებს მისდევდა, ამიტომაც 156 წლის ასაკში 60 წლის კაცის შეხედულება ჰქონდა.


ამერიკული გაზეთის, „NEW YORK TIMES"-ის არქივში უნიკალური ინტერვიუ აღმოაჩინეს, რომელიც 1928 წელსაა აღებული ჩინელი  დღეგრძელი მამაკაცისგან.


ინტერვიუში ჩინეთში მცხოვრები მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ 1677 წელს დაიბადა სოფელ სიჩუანში. მან მთელი ცხოვრება სამკურნალო მცენარეებისა შესწავლასა და მედიცინას მიუძღვნა. გარდაიცვალა 1933 წელს, როდესაც 256 წლისა იყო.


ლეგენდის თანახმად, სიკვდილის წინ მას წარმოუთქვამს ფრაზა: „მე გავაკეთე ყველაფერი, რაც უნდა გამეკეთებინა ამ სამყაროში და ახლა შინ მივემგზავრები".


ჩინელმა მამაკაცმა ამერიკელ ჟურნალისტებს 1928 წელს საკუთარი დღეგრძელობის საიდუმლო გაანდო და უთხრა, რომ ეს ყველაფერი ვეგეტერიანელობის, შინაგანი წონასწორობისა და სიმშვიდის დამსახურებაა. ცინ იუნი ძირითადად ბრინჯით იკვებებოდა და ბალახების ნაყენებს სვამდა.


ცინ იუნის არცერთ ნათესავს არ ახსოვდა მისი ახალგაზრდობა, იმიტომ, რომ არ უნახავთ ახალგაზრდა. ზოგიერთები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ კაცი მათ პაპებს იცნობდა.


აღსანიშნავია, რომ ისტორიკოსები არ უარყოფენ ამ ადამიანის არსებობის ფაქტს, თუმცა მის დღეგრძელობაში ეჭვი ეპარებათ. ამასთან, 1930 წელს ჩენდუს უნივერსიტეტის პროფესორმა ბუ ჩენგ-ცზემ 1827 წლით დათარიღებული, ჩინეთის მთავრობის მიერ ხელმოწერილი მისალოცი ბარათები აღმოაჩინა. მთავრობა ლი ცინ იუნს 150 წლისთავს ულოცავდა. 50 წლის შემდეგ კი კიდევ ერთხელ მიულოცა მას იუბილე - უკვე 200 წლისთავი. სწორედ ამით მტკიცდება, რომ ლი ცინ იუნი 1677 წელს დაიბადა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner