logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
- +

9 ივნისი. 2019. 12:23

 

 

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის პარალიზებულია მოძრაობა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, აიკრძალა ქვეითების გადაადგილებაც.

 

„ახალგორის შესასვლელი გუშინ ჩაკეტეს და სავარაუდოდ, ხვალ დილით გახსნიან. ე.წ. არჩევნებში იმ მოქალაქეებს აქვთ ხმის მიცემის უფლება, ვინც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტს ფლობს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარდა, ე.წ. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩრდილოეთ ოსეთსა და რუსეთში მოქმედ ე.წ. საელჩოებშიც გახსნეს, თუმცა, ეს ე.წ. არჩევნები კიდევ ერთხელ უხეშად არღვევს იმ ადამიანების უფლებებს, ვინც ამჟამად დევნილობაშია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ეს არის ანექსიის გაგრძელება და ოკუპაციის პირობებში ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი სამართლებრივი ძალის მქონე ვერ იქნება. აღნიშნულის გარდა, ავრცელებენ აბსურდულ ინფორმაციას, თითქოს, 31 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული ოკუპირებულ რეგიონში, რაც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას და სინამდვილეში, ამ ციფრის მხოლოდ მესამედი თუ იქნება საარჩევნო ხმის მქონე“, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner