logo_geo
eng_logo
შსს: მე-17 უბნის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მუქარის მუხლით, შეტყობინების საფუძველზე დაიწყო
- +

9 ივნისი. 2019. 19:37

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდის ოლქში, მე-17 უბნის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მუქარის მუხლით, შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს.

 

როგორც უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ვერის პოლიციაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს.

 

ამასთან, დღეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მისი თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტია ასახული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner