პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „facebook"-გვერდზე წერს, რომ რომან გოცირიძე ჩვენებებს უნდა აძლევდეს პროკურატურას საქართველოს ეკონომიკის გაჩანაგებისთვის!
„ცნობილი პუტჩისტი და 90იან წლებში საქართველოს ეკონომიკის დამანგრეველი რომან გოცირიძე უარყოფითად აფასებს ბიძინა ივანიშვილის წერილის ეკონომიკურ ნაწილს. კუპონის შემომღები და ქართული ეკონომიკის დამაქცევარისგან ეს ცოტა უხერხული ხომ არაა? წესით, გოცირიძე თენგიზ სიგუასთან ერთად ჩვენებებს უნდა აძლევდეს პროკურატურას საქართველოს ეკონომიკის გაჩანაგებისთვის!" - წერს სანდრო ბრეგაძე.