logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერ შუაშია
- +

31 მაისი. 2016. 11:48



ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერ შუაშია.



დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე გამიჭირდება საუბარი და სწორიც არ იქნება ჩემი მხრიდან, რაიმე განცხადება გავაკეთო, რადგანაც ჩემი დღევანდელი თანამდებობიდან გამომდინარე, ჩემი განცხადებები შეიძლება აღქმული იქნეს ან ერთი, ან მეორე მხარის მიმართ ზეწოლად ან თუნდაც თანადგომად, ამიტომ დაველოდოთ. სასამართლო ქვეყანაში დამოუკიდებელია და შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, გახდება ცნობილი.

რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერ შუაშია. საქართველოში ის წლები აღარ არის, როდესაც ერთ დღეს იჭერდნენ, ერთ დღეს ასამართლებდნენ და ერთ დღეს გირაოთი ათავისუფლებდნენ. მორჩა, ეს დრო აღარ არის საქართველოში", - განაცხადა კახა კალაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner