logo_geo
eng_logo
მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო
- +

10 ივნისი. 2019. 14:16

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში 10 ივნისს დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ავრცელებს.

 

„ამ ეტაპზე დგინდება, რომ 9 ივნისს, თბილისში, ჯამბულის ქუჩაზე მდებარე N14 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 1986 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მოქალაქეებს.

 

ამ ეტაპზე, პოლიციის მიერ აღნიშნული ფაქტის შესწავლით, არ დგინდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

მიმდინარეობს ინციდენტის შემსწრე პირთა გამოკითხვები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner