logo_geo
eng_logo
ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე „როსტო“ პატიმრობიდან გაათავისუფლეს
- +

10 ივნისი. 2019. 15:33

 

წყალბურთელი და ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე „როსტო“ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, როსტოშვილმა ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

 

„გიდასტურებთ, ლევან როსტოშვილი თავისუფალია და თავს კარგად გრძნობს. ის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა და ამის გადაწყვეტილება, მისი ქცევიდან გამომდინარე მიიღო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს როსტოშვილის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.

 

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება „MDMA“ აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 2016 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდებოდა, თუმცა მთავარმა პროკურატურამ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე რაიმე მოლაპარაკებების წარმოება უარყო. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში. ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს 5 წელი. 2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. როგორც ცნობილია, შეწყალება ითხოვა როსტოშვილმაც, თუმცა, პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner