logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: აჰმედ ჩატაევმა სუს-ს მუქარის აუდიოფალიები გამოუგზავნა და კონკრეტული მოთხოვნები წამოგვიყენა
- +

10 ივნისი. 2019. 16:47

 

„ყველამ კარგად იცის, რომ აჰმედ ჩატაევი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიო მასშტაბის ტერორისტი იყო. რამდენიმე წლის წინათ მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მუქარის აუდიოფაილები გამოუგზავნა და კონკრეტული მოთხოვნები წამოგვიყენა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისის ხეობის ერთ-ერთი მკვიდრი აიუფ ბორჩაშვილი და აჭარის რამდენიმე მცხოვრები დავაკავეთ, რომლებიც დღემდე სასჯელს იხდიან. აჰმედ ჩატაევი ჩვენგან სწორედ მათ გათავისუფლებას მოითხოვდა. მუქარის აუდიოფაილებში ამბობდა - ქართული კანონმდებლობა თქვენ უკეთესად იცით და მოიფიქრეთ, ეს ადამიანები ციხიდან როგორ უნდა გაუშვათ, თუ არა და, საქართველოში ტურიზმის და ეკონომიკის განვითარება სამუდამოდ დაივიწყეთო.

 

ჩატაევი საქართველოში ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდა უცხოელი ტურისტების დასაფრთხობად, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მის მუქარას არ შევუშინდით და ციხიდან ვერავის გავათავისუფლებდით, მითუმეტეს, რომ ბორჩაშვილი და სხვები ძალიან მძიმე დანაშაულში იყვნენ მხილებული“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner