logo_geo
eng_logo
ჩინეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
- +

10 ივნისი. 2019. 17:16

 

ჩინეთში გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

 

სტიქიამ ყველაზე მეტად ცზიანსის პროვინცია დააზარალა, საიდანაც 135 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მთლიანად ან ნაწილობრივ ასობით სახლი განადგურდა, 110 000 ჰექტარი მოსავალი კი დაიტბორა.

 

ზოგიერთი დასახლებული პუნქტი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მაშველები ცდილობენ იქ დარჩენილ მოსახლეობას საკვები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების საგნები მიაწოდონ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner