logo_geo
eng_logo
სასმელი, რომელიც ანადგურებს ძვლებს და ზრდის სიმსივნის რისკს
- +

31 მაისი. 2016. 12:30



ყოველწლიურად 75 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზიანი სასმელი იყიდება, ეს

ტკბილი და შუშხუნა სითხე ბევრს უყვარს, თუმცა მის მიერ მიყენებული ზიანი ორგანიზმისთვის დამღუპველია.


ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას და გაიგეთ, რატომ უნდა თქვათ უარი ამ პროდუქტზე!


1. ოსტეოპოროზი

ტკბილი გაზიანი სასმელი ზრდის ოსტეოპოროზის რისკს, მნიშნელობა არ აქვს, იქნება ეს

დიეტური თუ ჩვეულებრივი. ფოსმოფრმჟავა, რომელიც ამ სასმელის შემცველობაშია, იწვევს თირკმელების პრობლემებს, ოსტეოპოროზსა და კუნთების პრობლემებს.


2. ცხიმები

გაზიანი სასმელები იწვევენ ორგანიზმში ზედმეტი ცხიმების დაგროვებას, ეს კვლევების

შედეგებმაც დაამტკიცა, 11 %­ით გაზრდილი ქოლესტერინის დონე სულ რაღაც 6 თვეში ­ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორგანიზმზე ნეგატიურ ეფექტს.


3. სიმსივნე

გაზიანი ტკბილი სასმელები შეიცავენ სიმსივნის გამომწვევ დანამატებს, დიეტური

სასმელებიც კი საგანგაშო რაოდენობის ნივთიერებებს შეიცავენ, ეს კი ხელს უწყობს

ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების გაჩენას და სიმსივნის განვითარებას.


4. კბილები

კარიესი, კბილების დაშლა და კიდევ უამრავ მსგავს პრობლემაში უზარმაზარი წვლილი

მიუძღვის გაზიან სასმელებს. მათში შემავალი ლიმონმჟავა ანადგურებს კბილის მინანქარს.


5. დაავადებები

- ღვიძლის არაალკოჰოლური დაავადებები: გადამეტებული გაზიანი ტკბილი სასმელების

მიღება სწორედ ამ დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზია.

- ინსულინის უარყოფა: გადამეტებული შაქარი ორგანიზმში იწვევს უჯრედების რეაქციის

ცვლილებას ინსულინის მიმართ, შედეგად საჭირო ხდება კიდევ უფრო მეტი ინსულინის

წამროება, რაც უარყოფით შედეგებს იწვევს.

- მეორე ტიპის დიაბეტი: დღეში 1 თუნუქის ქილა გაზიანი სასმელის მიღება მნიშნელოვანდ

ზრდის დიაბეტის რისკს.

- გულის დაავადებები: ამ სასმელების რეგულარულად მიღება გულის დაავადებების და

შეტევის რისკს 20%­ით ზრდის.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner