logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: ამ ტრაგედიას ჩვენი ერი ვერასდროს დაივიწყებდა, ქვეყანა კი უფსკრულში გადაეშვებოდა...
- +

10 ივნისი. 2019. 18:06

 

„ჩვენს მიერ ამოღებულ მტკიცებულებებში იყო აუდიოჩანაწერი, რომელშიც აჰმედ ჩატაევი და საველე მეთაური აბუ ჯიხადი საუბრობენ, რომ თურქეთის ან საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტი უნდა განეხორციელებინათ. აჰმედ ჩატაევი აბუ ჯიხადს ტერაქტის მოწყობას საქართველოში სთავაზობდა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩვენ გავაანალიზეთ, თუ რა სამიზნეები შეიძლებოდა, აერჩიათ ტერორისტებს. სწორედ იმ პერიოდში, როცა ჩატაევი ჩამოვიდა, თბილისში საერთაშორისო მნიშვნელობის ორი ღონისძიება იყო დაგეგმილი - „აბრეშუმის გზის“ ფორუმი და „ევროვიზია ჯუნიორი“, ანუ საბავშვო ევროვიზია.

 

ყველანაირი ლოგიკით, ტერორისტებისთვის გაცილებით მომგებიანი სამიზნე სწორედ საბავშვო ევროვიზია იყო, რომელშიც არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ და 2 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. წარმოიდგინეთ, რა დატრიალდებოდა თბილისის ცენტრში, როცა კბილებამდე შეიარაღებული 6-7 ტერორისტი შაჰიდის ქამრებით შევარდებოდა საკონცერტო დარბაზში და სისხლის გუბეებს დააყენებდა. ამ ტრაგედიას ჩვენი ერი ვერასდროს დაივიწყებდა, ქვეყანა კი უფსკრულში გადაეშვებოდა და ათწლეულის განმავლობაში შეწყვეტდა განვითარებას“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner