logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: საკუთარი შვილი სწორედ მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაღუპა
- +

10 ივნისი. 2019. 18:38

 

„ჩემი ღრმა რწმენით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა კარგად იცოდა, რომ მისი შვილი აჰმედ ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან იყო კავშირში“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილის სახლიდან დიდი ოდენობით თანხა ამოვიღეთ, რომელიც, დიდი ალბათობით, ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. როგორც მახხოვს, ეს თანხა 23 ათას ლარს შეადგენდა.

 

მალხაზ მაჩალიკაშვილი ვერანაირად ვერ ასაბუთებს ამ თანხის წარმომავლობას და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს თანხა უცხოეთიდან ნათესავებმა გადმოურიცხეს.

 

მახლაზ მაჩალიკაშვილი თავიდან იმასაც აცხადებდა, რომ ჩატაევთან არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა, თუმცა, მისი მეუღლე და ჩატაევის მეუღლე ბიძაშვილები არიან და ოჯახებით ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. საკუთარი შვილი სწორედ მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაღუპა, როცა იგი ჩატაევის დაჯგუფების წევრებს გააცნო. მას თავისი შვილისთვის ყველანაირად უნდა შეეშალა ხელი ტერორისტებთან ურთიერთობაში და დღეს თემირლანი ცოცხალი იქნებოდა“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner