logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა
- +

31 მაისი. 2016. 12:35



ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა.



მისი თქმით, ამით გაგრძელდა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური ინდიკატორები.


ქუმსიშვილის თქმით, ლიდერ სექტორებს შორის არიან: სამშენებლო მასალების წარმოება (25%), სასტუმროების და რესტორნების სექტორი (20%), მშენებლობა (15%) და საკვები პროდუქტების და სასმელების წარმოება (10%).


 

ძირითადი მიზეზები ეკონომიკური ზრდის ის არის, რომ ბიზნესის განწყობებში ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა და შესაბამისად, ეს ყველაფერი ასახულია კონკრეტულ ციფრებში.


რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, აპრილის თქვეში მან 3,2% შეადგინა, რაც, ასევე, დადებითი ტენდენციაა. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ასევე, კარგია 12%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი, თუმცა მეთოდოლოგიაზე შეიძლება, ვიდავოთ.

 

რაც შეეხება სავალუტო კურსს, მარტის თვიდან 15%-ით არის გამყარებული. ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები: სავაჭრო ბალანსს თუ ვნახავთ და შევადარებთ, ვნახავთ, რომ 200 მილიონი დოლარით ნაკლები ზეწოლა მოვიდა ეროვნულ ვალიტაძე, ანუ სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 1 426 მილიონი აშშ დოლარი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.



გარდა ამისა, ვიცე-პრემიერის თქმით, სავარაუდოდ, 92 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვაქვს ტურიზმის სექტორიდან.



საბოოლოოდ ყველა ეს მაჩვენებელი დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ძალიან კარგი შედეგი გვაქვს - 4,3%-იანი ზრდა აპრილის თვეში კიდევ ერთელ გვარწმუნებს, რომ წლიური ზრდა , სავარაუდოდ, 3%-ზე მეტი გვექნება", - განაცახდა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner