logo_geo
eng_logo
ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო
- +

11 ივნისი. 2019. 11:54

 

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  დაარეგისტრირეს კომპანიები, რის შემდეგაც, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები. თითქოსდა, ხდებოდა სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება, რა გზითაც, ხელოვნურად შეიქმნეს  ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში. აღნიშნული აქტივი შემდგომში გამოყენებული იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებებისა და საქართველოში იმპორტირებული საქონლის განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისათვის.

 

ბრალდებულების მიერ ფიქტიურად შექმნილი აქტივის ოდენობა 30 მილიონ ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner