logo_geo
eng_logo
იან კელი: ნებისმიერი ცვლილება ტელევიზიაში არ არის მისაღები, როდესაც ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო ეტაპზე
- +

31 მაისი. 2016. 12:43



აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როდესაც ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო ეტაპზე, ნებისმიერი ცვლილება ტელევიზიაში, სარედაქციო მენეჯმენტში, სარედაქციო პოლიტიკაში, არ არის დასაშვები.



ახლა არ იქნებოდა ჩემგან მიზანშეწონილი, რომ გავაკეთო კომენტარი თვითონ პროცესზე, რადგან პროცესი არის სააპელაციო დონეზე აყვანილი. ამის შესახებ რამდენჯერმე გამიკეთებია კომენტარი. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერი ცვლილება ტელევიზიაში, სარედაქციო მენეჯმენტში, სარედაქციო პოლიტიკაში არ არის დასაშვები, არ არის მისაღები ამ პერიოდში, როდესაც ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო ეტაპზე", - განაცხადა იან კელიმ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner